გენადი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2019 18:44
გენადი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში  მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ნარჩენების მართვის სექტორის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის საკითხები საქართველოსა და მოლდოვაში“ სიტყვით გამოვიდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მყარი ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გასაგებია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კულტურა მყარი ნარჩენების სამართავად, მაგრამ არანაკლებ ნიშვნელოვანია განათლება, რათა სწორად განსაზღვროს ადამიანმა, თუ როგორ უნდა მართოს ის. სასკოლო განათლებაში, დაწყებული მესამე კლასიდან, დამთავრებული მე-11 კლასამდე, ყოველ წელს, ყველა საგანში არის გარემოს დაცვით ქმედებებზე საუბარი, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ნაკლებადაა ყურადღება გამახვილებული მყარი ნარჩენების გადამუშავება/გამოყენებაზე. აუცილებელია, მოზარდებს თავიდანვე ვასწავლოთ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მყარი ნარჩენების გადამუშავებას საზოგადოებრივი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში, როგორ უნდა აქციონ მყარი ნარჩენების გადამუშავება შემოსავლის წყაროდ, როგორ დაასაქმონ მოქალაქეები ამ სფეროში და მიიღონ შემოსავალი. ასოციაცია „სპექტრს“ აქვს უამრავი კარგი პროგრამა ამ მიმართულებით და მე პირადად, მხარდაჭერას ვუცხადებ პროექტს და ნებიმიერ დროს, ნებისმიერი საშუალებით, პარლამენტი სრულ მზადყოფნს გამოთქვამს დასახმარებლად“. - განაცხადა საქართველსო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კონფერენცია პროექტის - „მდინარეები ნარჩენების გარეშე - სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში ტარდება. პროექტი  შავი ზღვის აუზის ქვეყნების 2014-2020 წლების პროგრამის მიერ არის დაფინანსებული და  მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვაში ნარჩენების მართვის სფეროში არსებული გამოწვევების განხილვას, ასევე, მუნიციპალურ დონეებზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების შესასრულებლად  რეკომენდაციების შემუშავებას.