ლიონელ მესის ესპანეთში ქანდაკებას დაუდგამენ
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2019 14:03
ლიონელ მესის ესპანეთში ქანდაკებას დაუდგამენ

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესის ქანდაკების დადგმას გეგმავს.

როგორც გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ წერს, მესის ქანდაკება ალფრედო დი სტეფანოს, პელესა და დიეგო მარადონას ქანდაკებების გვერდით დაიდგმება. ფედერაციას მხოლოდ ის აქვს გასარკვევი, როდის დაიწყება პროექტზე მუშაობა - ლეოს კარიერის მსვლელობისას თუ კარიერის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, 2 დეკემბერს, ლეომ მეექვსე „ოქროს ბურთი“ მიიღო და ამ მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა