ბრიტანელ ქალს გული 6 საათის განმავლობაში ჰქონდა გაჩერებული
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2019 13:12
ბრიტანელ ქალს გული 6 საათის განმავლობაში ჰქონდა გაჩერებული

ბრიტანეთის მოქალაქე ოდრი შუმანს, რომელიც ბარსელონაში ცხოვრობს, გული 6 საათის განმავლობაში ჰქონდა გაჩერებული. BBC-ის ინფორმაციით, ეს გულის გაჩერების ყველაზე ხანგრძლივი მაჩვენებელია, რაც ესპანეთში დაფიქსირებულა.

ნოემბერში ოდრი და მისი მეუღლე მთებში წავიდნენ სასეირნოდ, რა დროსაც ისინი თოვლის ქარბუქში მოყვნენ. 34 წლის ოდრი შუმანს ჰიპოთერმიის სიმპტომები გამოუვლინდა - თავიდან საუბარი უჭირდა, შემდეგ - გადაადგილება, ბოლოს კი მან გონებაც დაკარგა. 

მისი ექიმის განმარტებით, რომ არა ჰიპოტერმია, მისი სხეული ვერ გადაიტანდა გულის ასე ხანგრძლივ გაჩერებას. 

ამჟამად ოდრი შუმანი თავს კარგად გრძნობს. ის საავადმყოფოდან 12 დღის შემდეგ გაწერეს.