"თბილსერვის ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2019 14:56
"თბილსერვის ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს

"თბილსერვის ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ  დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.

"აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 8 დეკემბრის 00:00 საათიდან06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის
მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება. სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!