მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „პირველი“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2019 20:08
მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „პირველი“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში ტელევიზიაში გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშრებით, რომელიც უმრავლესობის რამდენიმე წევრის წარსულში "ნაციონალ მოძრაობასთან" კავშირს შეეხებოდა, მედიასაშუალება ტყუილის თქმაში ამხილა.

„გოგა გულორდავასთან დაკავშირ,ებით როგორც გაირკვა, არასწორი ინფორმაცია გავიდა. თუ გინდათ რომ ობიექტურები იყოთ, ჯერ გადაამოწმეთ და მერე გაავრცელეთ ინფორმაციები. გამოვიდა, რომ თქვენ ტყუილი უთხარით საზოგადოებას! რაც შეეხება გიორგი კახიანს - თქვენ როგორც დადასტურებული ფაქტი ისე მოიყვანეთ, თითქოს იგი დავით საყვარელიძის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. სინამდვილეში, გიორგი კახიანი არასდროს არ ყოფილა არც პოლიტიკაში ჩართული და მითუმეტეს საყვარელიძის შტაბშიც კი არ შეუვლია. ჩემი ინფორმაციით, გიორგი კახიანს არანაირი პოლიტიკური შეხება დავით საყვარელიძის საარჩევნო შტაბთან არ ჰქონია და პირველი მისი პოლიტიკური სვლა „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება. თავად დავით საყვარელიძეც ადასტურებს, რომ მის საარჩევნო შტაბის არანაირი ხელმძრვანელი გიორგი კახიანი არ ყოფილა და დავით საყვარელიძემაც კი დაადასტურა, რომ თქვენ გუშინ პირდაპირ ეთერში მოიტყუეთ!“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ვახტანგ სანაიას „დღის ამბებში“.​