120 ათას დოლარიანი ბანანი გამოფენაზე ქართველმა არტისტმა შეჭამა
ამობეჭდვა · 08 / 12 / 2019 13:04
120 ათას დოლარიანი ბანანი გამოფენაზე ქართველმა არტისტმა შეჭამა

წებოვანი ლენტით მიკრული  ბანანი, რომელიც მაურიციო კატელანის არტ-ინსტალაცია იყო, ნიუ იორკში გამოფენაზე ქართველმა არტისტმა დეივიდ-დათუნამ შეჭამა.

“ეს არის პერფორმანსი სახელად “მშიერი არტისტი", - თქვა ბანანის ჭამისას დეივიდ-დათუნამ, წარმოშობით ქართველმა ხელოვანმა, რომელიც ამჟამად ნიუ იორკში ცხოვრობს.

მის ამ საქციელს გამოფენაზე მყოფი მოქალაქეების ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა, თუმცა, დეივიდ-დათუნამ თქვა, რომ როდესაც ერთი არტისტი მეორე არტისტის ნამუშევარს ჭამს, ეს თავად ხელოვნებაა.

კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი 120 ათას დოლარად იყიდებოდა. ასეთივე ორი ნამუშევარი უკვე გაყიდულია და მათგან ბოლო 150 ათას აშშ დოლარად შეიძინეს.