საქართველოსთის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის თანამშრომლობის ახალი ფორმატი შემუშავდება - რომან კაკულია
ამობეჭდვა · 08 / 12 / 2019 20:49
საქართველოსთის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის თანამშრომლობის ახალი ფორმატი შემუშავდება - რომან კაკულია

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც სამი დღის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქში იმართება, ასოცირების ხელშეკრულების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მქონე ქვეყნების - საქართველო, უკრაინის და მოლდოვის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს და სამომავლო გეგმებე ისმჯელეს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ამ სამი ქვეყნისთის თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნის თაობაზე ინიციატივა გაჟღერდა, რომელსაც შეხვედრის მონაწილეები დაეთანხმნენ და მისი განხორციელების მიმართულებები განიხილეს.
 
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე მოხსენება დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ წარადგინა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ აღნიშნული ჯგუფის საქმიანობასა და ახალი ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
„ასოცირების შეთანხმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რამდენადაც ის პროგრესი, რომელიც ამ ქვეყნებში არის მიღწეული, მათი წარდგენა ხდება. შეხვედრაზე ანგარიშები წარადგინეს უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ და მიღწეულ შედეგებზე სერიოული მსჯელობა გაიმართა. გარდა ამისა შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ინიციატივის განხილვა მოხდა, რომელიც ამ სამი ქვეყნისთვის, რომლებმაც შედარებით მაღალი ხარისხის პროგრესი აჩვენეს, შემუშავდეს ახალი ფორმატი, რომელიც ასე ვთქვათ, უფრო მეტად დააფასებს იმ პროგრესს რაც ევროპული მიმართულებით რეფორმების გატარების პროცესში ამ სამმა ქვეყანამ განიცადა. აღნიშნულ ინიციატივის მნიშვნელობას ხაზი გაესვა და აღინიშნა, რომ აუცილებელია ინსტრუმენტების შემუშავება, რომელიც  მოტივაციების გაზრდისთვის კონკრეტულ, ხელშესეხებ დახმარებებში იქნება ტრანსფორმირებული. სამუშაო ჯგუფმა მხარი დაუჭირა ამ იდეას და მისი განხორციელებისთვის შემდგომი გზების ძიებას“, -განაცხადა რომან კაკულიამ.
 
ასოცირების ხელშეკრულების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე დაესწრნენ.​