გიორგი კახიანი პროპორციულ სისტემაზე: ჩვენ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი იმ გათვლით, რომ რისკებს დავძლევთ
ამობეჭდვა · 09 / 12 / 2019 11:06
გიორგი კახიანი პროპორციულ სისტემაზე: ჩვენ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი იმ გათვლით, რომ რისკებს დავძლევთ

,,განსხვავებული საარჩევნო სისტემების დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მთავარია გავაცნობიეროთ, რომ წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფოები გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკური ფაქტორების, საარჩევნო ტრადიციების და გარკვეული წინაპირობების გათვალისწინებით. დღეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არის ერთი განწყობა, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. მეც ვხედავ რისკებს, რაზე ჩემი თანაგუნდელები მიუთითებენ, განსაკუთრებით სტაბილურობის ნაწილში. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი იმ გათვლით, რომ რისკებს დავძლევთ. შეიძლება დრომ აჩვენოს, რომ პროპორციული სისტემა არ ამართლებს და მომავალში დაიწყოს საპირისპირო დისკუსია. მაგრამ დღეს ჩვენ ეს ეტაპი უნდა გავიაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური მოცემულობა ვერ დამშვიდდება და ყველა ხელისუფლებისთვის ეს თემა გამოწვევად დარჩება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.