რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა 4 წლით აეკრძალა -უცხოური მედია
ამობეჭდვა · 09 / 12 / 2019 15:34
რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა 4 წლით აეკრძალა -უცხოური მედია

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) რუსეთს 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება (სააგენტო AFP).

გარდა ამისა, WADA-მ რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისობის სტატუსი ჩამოართვა.

შესაბამისად, რუსეთს 4 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატების გამართვა და მათ მასპინძლობაზე განაცხადის შეტანა აეკრძალა, რუსი სპორტსმენები კი ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე რუსეთის დროშის ქვეშ ვერ იასპარეზებენ.

2017 წელს ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, რომ რუსეთის ნაკრები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საკუთარი დროშით ვერ გამოვიდოდა. ამის მიზეზი რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარების შესახებ გახმაურებული ფაქტები გახდა.