გამოიკვეთა რამდენიმე კანდიდატი, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს - მამუკა მდინარაძე მოსამართლეებზე
ამობეჭდვა · 09 / 12 / 2019 21:00
გამოიკვეთა რამდენიმე კანდიდატი, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს - მამუკა მდინარაძე მოსამართლეებზე

დღეს გამოიკვეთა რამდენიმე კანდიდატი, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს“,- ამის შესახებ მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა შენარჩუნდეს მოსამართლეების მინიმალური რაოდენობა, იმისთვის, რომ სასამართლომ ფუნქციონირება შეძლოს.

„იურიდიული კომიტეტის წევრებმა და მისმა ხელმძღვანელმა წარმოადგინეს გარკვეული ანგარიში. დღეს გამოიკვეთა, რომ რამდენიმე კანდიდატი არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, რა თქმა უნდა სახელს და გვარს ვრ დავასახელებ. უნდა დაველოდოთ კენჭისყრას, სადაც დეპუტატები ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვალდებულები ვართ შევარჩიოთ ის მინიმალური რაოდენობა, რომ სასამართლო პროცესები არ გაჩერდეს, რადგან ძალიან ბევრი საქმეა უზენაეს სასამართლოში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მოსამართლეობის კანდიდატების სიის ჩაგდება უზენაესი სასამართლოს გაჩერებას ნიშნავს. პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უკვე მოუსმინა. კანონის თანახმად, ისინი საბოლოოდ, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.