მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 10 / 12 / 2019 13:32
მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი გარდაიცვალა

რუსეთის დედაქალაქის, მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ის გერმანიის ქალაქ მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც გულის ოპერაცია უტარდებოდა.

იური ლუჟკოვი მოსკოვის მერის პოსტს 1992-2010 წლებში იკავებდა.