Modest Fashionსტამბულში ჩატარდა
ამობეჭდვა · 10 / 12 / 2019 16:00
Modest Fashionსტამბულში ჩატარდა

Modest Fashion -თარგმანში - თავშეკავებული მოდა. ეს არის მოდის ინდუსტრიაში უფრო მუსულმანურ სეგმენტზე გათვლილი ჩვენებები.

ფოტოზე ასახულია 22 წლის მოდელი ხალიმა, რომელიც მუსულმანური ტრადიციების მიხედვით პოდიუმზე და ფოტოსესიებზე მხოლოდ ხინჯაბით ან ბურკათი ჩნდება. მისი რელიგია კრძალავს ხელის მტევნების, ტერფების და სახის გარდა სხეულის სხვა ნაწილების გამოჩენას. ამის მიუხედავად, ხალიმა უკვე გადაიღეს ბრიტანული ვოგისთვის .

სომალელი ლტოლვილ, ღრმად მორწმუნე ხალიმას 19 წლის ასაკში მსოფლიოში საუკეთესო სამოდელო სააგენტო IMG Models -მა გაუფორმა კონტრაქტი.

ხალიმა უკვე რეგულარულად მონაწილეობს Max Mara, Yeezy -ს და სხვა ლუქსბენდების ჩვენებებში. მიუხედავად მოდელისთვის შეუფერებელი სიმაღლისა( 166 სმ) და მუსულმანური ტრადიციების მიმდევრობისა, სომალელი ხალიმა ადენი ერტერტი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი გახდა მოდის ინდუსტრიაში.