Roxette-ს სოლისტი მარი ფრედრიქსონი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 10 / 12 / 2019 16:17
Roxette-ს სოლისტი მარი ფრედრიქსონი გარდაიცვალა

შვედური როკ-ჯგუფის Roxette-ს სოლისტი, მარი ფრედრიქსონი 61 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

მუსიკოსს 2002 წელს თავის ტვინში წამონაზარდი აღმოუჩინეს, რომლის ოპერაცია წარმატებით გაუკეთდა. 2016 წელს რამდენიმე მუსიკალური ტურის შემდეგ კი, ექიმებმა მას სცენაზე  გამოსვლა აუკრძალეს.