ირაკლი ბერაია როსარია პუგლის შეხვდა
ამობეჭდვა · 10 / 12 / 2019 19:25
ირაკლი ბერაია როსარია პუგლის შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია საქართველოში, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როსარია პუგლის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. საუბარი ასევე, შეეხო ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს.

სასაუბრო თემებს ასევე განეკუთვნებოდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრიორიტეტები და გეგმები.