ინდოეთში საქმროს ქორწილში დააგვიანდა და მისი საცოლე სხვას მისთხოვდა
ამობეჭდვა · 10 / 12 / 2019 22:26
ინდოეთში საქმროს ქორწილში დააგვიანდა და მისი საცოლე სხვას მისთხოვდა

ინდოეთის ქალაქ ბიჯნორში საქმროს ქორწილში დააგვიანდა, მისი საცოლე კი სხვას მისთხოვდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ინციდენტამდე 6 კვირით ადრე წყვილმა მშობლიურ სოფელში არაოფიციალური ქორწილი გადაიხადა, თუმცა ქალი საქმროს სახლში საცხოვრებლად არ გადასულა, ვინაიდან შეყვარებულებს ფორმალური ცერემონიის ჩატარება სურდათ.

ახალგაზრდების ოჯახებს შორის უთანხმოება იყო. საქმროს ნათესავები მზითევის, კერძოდ კი ველოსიპედისა და ფულის მოტანას ითხოვდნენ, გოგოს ოჯახი კი ამაზე უარს ამბობდა.

ქორწილის დღეს პატარძლის ნათესავებმა საქმროს მხრიდან მიწვეულ სტუმრებს სცემეს და ერთ-ერთ ოთახში გამოკეტეს. მხარეებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, თუმცა შემდეგ შერიგდნენ.

ბოლო წვეთი ცერემონიაზე საქმროს დაგვიანება გახდა, რის შემდეგაც პატარძალმა ქორწინება გააუქმა და სოფლის უხუცესების თანდასწრებით სხვა კაცზე იქორწინა.

imedinews.ge