პრეზიდენტი კვლევითი ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის
ამობეჭდვა · 11 / 12 / 2019 11:33
პრეზიდენტი კვლევითი ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ საზღვარგარეთ ქვეყნის შესახებ არაკომპეტენტური კვლევები კეთდება. ამის შესახებ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილის მრჩეველმა განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტი თვლის, რომ საჭიროა სპეციალური კვლევითი ცენტრის შექმნა, რომელიც აღიარებს მკვლევრებს და მხოლოდ ამ აღიარების შემდეგ ჩაითვლება მათი ნამუშევარი, ან მათი აზრი კომპეტენტურად. “საუბარია არაკომპეტენტურ კვლევებზე. საქართველო ამაში ვერ ჩაერევა. შეიქმნება ცენტრი, რომელსაც ექნება ისეთი ავტორიტეტი, რომლის გარეშეც თუ ადამიანი თავს უწოდებს საქართველოს ექსპერტს და ეს ცენტრი არ აღიარებს მის დამსახურებებს, ეს ნეგატიურად აისახება თავად ამ მეცნიერის ავტორიტეტზე”.

 

 

იხილეთ სრუყლად