112-ში ამერიკული პროგრამა ინერგება
ამობეჭდვა · 11 / 12 / 2019 11:41
112-ში ამერიკული პროგრამა ინერგება

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“ ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელ ამერიკულ პროგრამას - ProQA ნერგავს.

სისტემა არსებობს 25 წელზე მეტია, 50-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი და სამი პროტოკოლისგან შედგება - საპოლიციო, სახანძრო / სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო.

სისტემის გამოყენება დაიწყება 12 დეკემბრიდან სახანძრო / სამაშველო პროტოკოლით და მომდევნო წლის გაზაფხულზე, საპოლიციო და სასწრაფო სამედიცინო პროტოკოლებიც სრულად იქნება ამოქმედებული.

სწორედ, აღნიშნული პროტოკოლების მეშვეობით, ოპერატორი ზარის ინიციატორისგან მაქსიმალურად მცირე დროში იღებს სრულყოფილ, ამომწურავ და რეალურად საჭირო ინფორმაციას გადაუდებელი დახმარების შემთხვევისა და მისი სიმძიმის შესახებ

მოქალაქეებს შევთავაზებთ კიდევ უფრო უკეთეს სერვისს. ცენტრის მუშაობის ხარისხი, გამოძახების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.