გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ
ამობეჭდვა · 11 / 12 / 2019 12:37
გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ

"ევროპული საქართველოს" ლიდერებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. გიგი უგლავა და გოკა გაბაშვილი ამ დროისთვის ვარკეთილის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

გიგი უგულავას ინფორმაციით, ინციდენტი საპასპორტო კონტროლის ზონაში მოხდა. ვინ განახორციელა ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა, ჯერჯერობით უცნობია.

"მე როგორც ვიცი საპასპორტო ზონაში დაესხნენ თავს გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს, რომლებიც მიფრინავდნენ. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის შედეგი. არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანები სპეციალურად იყვნენ მიგზავნილები. ეს არის ასლან აბაშიძის მსგავსი რეჟიმი. ჩვენ ვიცით, რომ უგულავა და გაბაშვილი ახლა არიან ორთაჭალაში. თავდასხმელები უნდა იყვნენ დაკავებულები, მაგრამ ეს არის დაუზუსტებელი ინფორმაცია," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა "კურიერთან" სატელეფონი საუბრისას.

ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუვრცელებია.