მარჯანიშვილის მეტროსთან ორი მამაკაცი დაჭრეს
ამობეჭდვა · 11 / 12 / 2019 20:56
მარჯანიშვილის მეტროსთან ორი მამაკაცი დაჭრეს

ორი მამაკაცი დაჭრეს მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ფაქტი  "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებს ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ და საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7-ე ნაწილითა და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.