ბრიტანეთის ელჩი ზურაბიშვილის განცხადებას აკაკი წერეთლის პოემით ეხმაურება
ამობეჭდვა · 12 / 12 / 2019 10:12
ბრიტანეთის ელჩი ზურაბიშვილის განცხადებას აკაკი წერეთლის პოემით ეხმაურება

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკაკი წერეთლის პოემით პასუხობს. პოემის ნაწყვეტს ბრიტანელი დიპლომატი Twitter-ზე აქვეყნებს. 

“ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები?” თორნიკე ერისთავი, პოემა - აკაკი წერეთელი", - წერია ელჩის პოსტში. 

პოსტით ელჩი პრეზიდენტის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაცე ეს უკანასკნელი ამბობს, რომ "არ გვაქვს ჯარი, არც იარაღი და არც გვექნება".