დაჩი ბერაიამ რომან გოცირიძეს ფეხი ჩაარტყა
ამობეჭდვა · 12 / 12 / 2019 15:14
დაჩი ბერაიამ რომან გოცირიძეს ფეხი ჩაარტყა

"ქართული ოცნების" დეპუტატი დაჩი ბერაია და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაჩი ბერაიამ რომან გოცირიძეს ფეხი ჩაარტყა.

მისი თქმით, გოცირიძემ არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა და მისი პასუხი ბუნებრივი იყო.

"რომან გოცირიძე არის მატყუარა და, ამასთანავე, ის არის უზრდელი ადამიანი. სირცხვილია ის, რასაც აკეთებს. ამის შემდეგ, მე მივიღე მისგან შეურაცხყოფა. მივუთითე მისი ასაკის შესახებ და ვუთხარი, რომ მამაჩემის და ბაბუაჩემის ტოლი კაცი ხარ და წესიერად მოიქეცი მეთქი. მან არ გაიგონა ეს ნათქვამი და ხელახლა მომაყენა შეურაცხყოფა, რის შემდგომაც ჩემი რეაქცია იყო, ჩემი აზრით, ბუნებრივი და ადეკვატური, თუმცა საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო. ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი", - განაცხადა დაჩი ბერაიამ.