პარლამენტის პლენარული სხდომა განახლდა
ამობეჭდვა · 12 / 12 / 2019 16:22
პარლამენტის პლენარული სხდომა განახლდა

რამდენიმესაათიანი შესვენების შემდეგ, პარლამენტის პლენარული სხდომა განახლდა. დეპუტატები სხდომათა დარბაზში იკრიბებიან.
 
დეპუტატები ჩვეულებრივ, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებისთვის კენჭის ყრას აპირებენ, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატისთვის და ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტისთვის.
 
პირველი საკითხი სავარაუდოდ მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრა იქნება.