12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს
ამობეჭდვა · 12 / 12 / 2019 16:56
12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

10 დეკემბერს ფინეთში ქვეყნის ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, 34 წლის სანა მარინიმ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა.

ეს  76-ე მინისტრთა კაბინეტია ქვეყნის ისტორიაში და მის შემადგენლობაში 19 მინისტრი შედის. უნდა აღინიშნოს, რომ აქედან 12 მინისტრი ქალია, ხოლო 7 კაცი.