სვანეთი ტურისტების გაზრდილ რაოდენობას ვეღარ მიიღებს
ამობეჭდვა · 12 / 12 / 2019 19:00
სვანეთი ტურისტების გაზრდილ რაოდენობას ვეღარ მიიღებს

„მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, თავისი ყველა კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის კურორტების თემასთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე განაცხადა.

ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ  ნათია თურნავას განცხადებაში, რომელიც მან მთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ გააკეთა, ნახსენებია, რომ  „მაღალმთიანი რეგიონები სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია.

მინისტრების განცხადების  პარალელურად, მაღალმთიანი  რეგიონები ზამთრის სეზონის  ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან. თუმცა, რთული მდგომარეობაა სვანეთში, „საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ია თაბაგარის თქმით - „მაღალმთიანი რეგიონი, მასობრივ ტურიზს ვეღარ უძლებს. გამოსავალს კი გენერალურ გეგმაში ვხედავ, რომლის მეშვეობითაც, ნათლად დავინახავდით  5-10 წლის შემდეგ ტურისტულად განვითარების რომელ საფეხურზე იქნება სვანეთი. “

„მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმს  უამრავი სარგებელი მოაქვს რეგიონისთვის, ეკონიმიკური  აღმავლობის და სტაბილურობის მხრივ, მას მაინც აქვს უარყოფითი მხარე. კონკრეტულად სვანეთზე მაქვს საუბარი, რომელიც მასობრიბრივ ტურიზმს ვეღარ უძლებს და შველას ითხოვს. რეგიონი დგას როგორც განაშენიანების პრობლემის, ასევე   კანალიზაციისა და სხვა ჰიგიენური პრობლემის წინაშე. რეგიონს, რომელსაც დაემატა 10-ჯერ მეტი ადამიანი და გაყვანილობის მხრივ არაფერი შეცვლილა, დახმარება სჭრიდება. სვანეთს ელემენტარული გენგემა არ აქვს, გეგმა, რომელიც  შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია. „ -ამბობს ია თაბაგარი.

 

 

იხიეთ სრულად