ქართველი სამხედროები ისეთი პროფესიონალები არიან როგორც კანადელები ან ამერიკელები - აპატურაი
ამობეჭდვა · 12 / 12 / 2019 19:03
ქართველი სამხედროები ისეთი პროფესიონალები არიან როგორც კანადელები ან ამერიკელები - აპატურაი

3-4 ოქტომბერს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი შედგება, რომელსაც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.

აპატურაის განცხადებით, ნატოს სურს საქართველოს მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინოს. 

"ნატოს ისტორიაში ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოში ყველაზე მეტჯერ იმყოფებოდა, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაში. ქართველმა ხალხმა იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატოსთვის ეს მჭიდრო ურთიერთობა. ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეაფასებს და შეაჯამებს ჩვენს თანამშრომლობას და ეს განსაკუთრებით ეხება არსებით პაკეტს", - განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭო ადგილზე გაეცნობა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, რომელსაც საქართველო ნატოს მხარდაჭერით ახორციელებს, ასევე საუბარი შეეხება სამომავლო გეგმებს, " ნატოში საქართველოს მომავალ წევრობისთვის მზადებაზე", - თქვა აპატურაიმ.

"შემდგომ გეგმებთან დაკავშირებით ბევრი იდეაა. გვაქვს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც ბევრ ელემენტს შეიცავს. პაკეტის შემადგენელი ელემენტების ნაწილი მალე წარმატებით დასრულდება, ნაწილის იმპლემენტაცია გაგრძელდება და დაემატება თანამშრომლობის ახალი სფეროები. თანამშრომლობის ახალი მიმართულება მოიცავს შავ ზღვას. საქართველომ წარმოგვიდგინა ახალი იდეები. ჩვენც გვაქვს წინადადებები. ახლა ინტენსიურად ვმსჯელობთ, თუ როგორ გავაღრმავოთ შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობა.

 

იხილეთ სრულად