კახა კუჭავა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
ამობეჭდვა · 13 / 12 / 2019 13:14
კახა კუჭავა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს ოფისს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს პარლამენტს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტების საკითხი და სამომავლო გეგმები იყო.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებში უკვე იანვრიდან მივიღებთ მონაწილეობას. არის ძალიან ბევრი საკითხი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელზეც ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას და გვექნება კომუნიკაცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე, საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობისთვის“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კუჭავამ.