კახა კალაძე - ე.წ. დოქების 1 ლარად მიღებაზე ინვესტორები უარს აცხადებენ
ამობეჭდვა · 13 / 12 / 2019 13:50
კახა კალაძე - ე.წ. დოქების 1 ლარად მიღებაზე ინვესტორები უარს აცხადებენ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ .წ. დოქების სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიღებაზე ინვესტორები უარს აცხადებენ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მას ჰქონდა რამდენჯერმე ბიზნესთან შეხვედრა და შეთავაზება გააკეთა, რომ ამ ფართს გადასცემდა, რათა დაესრულებინათ და მოეწესრიგებინათ, თუმცა მსურველი არ გამოჩნდა.

„როდესაც ნახეს, თუ რა ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ყველამ უარი განაცხადა. დასრულებით სამუშაოებს დაახლოებით სჭირდება 18,20 მილიონი. შესაბამისად, ბიზნესისთვის რთულია ასეთი პროექტების განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა არის შენობის უფუნქციობა.

„რაც უნდა გაწმინდო, თუ შენობა არ არის ფუნქციური, ყოველთვის ცუდად გამოიყურება. გაწმენდითი სამუშაოების ყოველთვის არ ტარდება. შიგნით არის ოთხსართულიანი დაუმთავრებელი ნაგებობა. ძალიან დიდი სიბინძურეა, შესაბამისად, ამ ყველაფერს სჭირდება ერთიანად მიდგომა, პრობლემის მოგვარება, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.