დეპუტატების ინფორმაციით, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნი იგრძნობა
ამობეჭდვა · 13 / 12 / 2019 15:32
დეპუტატების ინფორმაციით, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნი იგრძნობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ისევ მძაფრი სუნი იგრძნობა.

„როგორც ჩანს, ისევ სუნი დადგა დარბაზში. ვენტილაცია კი არ უნდა, ჩემი აზრით, უნდა მოვიყვანოთ ვინმე და შეამოწმოს ჰაერის შემადგენლობა. უნდა გვითხრან, ამ დარბაზში პარლამენტის წევრების დიდი ხნით ყოფნა რეკომენდებულია თუ არა“, – განაცხადა რევაზ არველაძემ.

ამასთან, სხდომაზე შეუძლოდ გახდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი.