ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი : ის არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს”
ამობეჭდვა · 13 / 12 / 2019 20:13
ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი : ის არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს”

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლოს გადადების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"დღე 35!

ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს”
ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში!

ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის!", - წერს ირინა გაფრინდაშვილი.