ანიტა ყველამ გაწირა! - ანიტა ფაცაციას მამა
ამობეჭდვა · 14 / 12 / 2019 16:29
ანიტა ყველამ გაწირა! - ანიტა ფაცაციას მამა

2 წლის ანიტა ფაცაციას მამა, გიორგი ფაცაცია ინფორმაციას ავრცელებს:

"მოკლედ აღვწერ სიტუაციას,რაც ავსტრიაში ხდება: არცერთი ქვეყანა,არცერთი კლინიკა, არცერთი ექიმი ხელს არ კიდებს ანიტას. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ახლახანს ექიმი შემოვიდა და გვითხრა,რომ მისი ღვიძლი,თირკმელები და კუჭი შეზღუდულად მუშაობს, ამას ემატება ის,რომ ჟანგბადიც არ ყოფნის და გაკვირვებაც კი გამოხატა,რომ გონზე არის ბავშვი.არ ვიცი ამ პოსტს რატომ ვწერ ან რა მიზნით, მაგრამ ყველა გულშემატკივარს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია,რომ ანიტა ყველამ გაწირა! როგორ არ არაებობს ადამიანი ვინც ჩვენ დაგვეხმარება? რა დააშავა ანიტამ?

სიტუაცია არის უკრიტიკულესი!!!

“ყველაფერი კარგად იქნებას” აღარ ემორჩილება სიტუაცია!!!!", - წერს ანიტას მამა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 2 წლის გოგონას ოჯახი ავსტრიიდან ბელარუსში გასამგზავრებლად ემზადებოდა, სადაც ანიტა ფაცაციას გულის ტრანსპლანტაცია უნდა ჩატარებოდა, თუმცა დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპერაციაზე პასუხისმგებლობა, ავსტრიის და იტალიის მსგავსად, ვერც ბელარუსმა აიღო.

Giorgi Patsatsia-ს ფოტო.