პირველი რესპუბლიკის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა - თბილისის მერია
ამობეჭდვა · 14 / 12 / 2019 21:36
პირველი რესპუბლიკის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა - თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

"საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა. 

25 დეკემბერს ამავე მოედანზე საზეიმოდ გაიხსნება საშობაო სოფელი და აინთება მთავარი ნაძვის ხე. საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება".