მწვერვალ აილამაზე მამაკაცია ჩარჩენილი
ამობეჭდვა · 14 / 12 / 2019 23:10
მწვერვალ აილამაზე მამაკაცია ჩარჩენილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე იმყოფება მამაკაცი, რომელსაც ესაჭიროება მაშველების დახმარება.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცის თანმხლებმა პირმა მოახერხა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება. ინიციატორის განცხადებით, მამაკაცი კლდოვან მწვერვალზე ორი დღის განმავლობაში იმყოფება და მოყინული კიდურების გამო ვერ ახერხებს გადაადგილებას.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გავიდა სამაშველო ჯგუფი.

დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი".