რუსეთი საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის 4 წლით აკრძალვას გაასაჩივრებს
ამობეჭდვა · 28 / 12 / 2019 12:27
რუსეთი საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის 4 წლით აკრძალვას გაასაჩივრებს

რუსეთმა დაადასტურა, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის 4 წლით აკრძალვას გაასაჩივრებს. ამის შესახებ NTD- წერს. ქვეყნის ანტიდოპინგურმა სააგენტომ მსოფლიოს ანტიდოპინგურ სააგენტოს წერილით მიმართა, რომ სანქციებს არ ეთანხმება.

რუსეთს 4 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატების გამართვა და მათ მასპინძლობაზე განაცხადის შეტანა აეკრძალა, რუსი სპორტსმენები კი ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე რუსეთის დროშის ქვეშ ვერ იასპარეზებენ. 14 დეკემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული აკრძალვა „ევრო 2020“-ს არ შეეხება

2017 წელს ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, რომ რუსეთის ნაკრები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საკუთარი დროშით ვერ გამოვიდოდა. ამის მიზეზი რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარების შესახებ გახმაურებული ფაქტები გახდა.