ირანში "ომის დროშა" აღმართეს
ამობეჭდვა · 04 / 01 / 2020 23:00

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ერაყში გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ სამდღიანი საყოველთაო გლოვა გამოაცხადა.
 
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში მოკლეს.