„ბაკურიანის საბაგიროზე ჟეტონის მაგივრად გაძლევენ რუბლს“ - სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება
ამობეჭდვა · 08 / 01 / 2020 18:24
„ბაკურიანის საბაგიროზე ჟეტონის მაგივრად გაძლევენ რუბლს“ - სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება

სოციალური ქსელის მომხმარებელი ანა მარშანია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

„ძალიან არ მინდოდა ნერვი ამეტოკებინა, მაგრამ, ვინ გაცდის. ბაკურიანში საბაგიროს ბილეთი, თუ წლების განმავლობაში რაღაც ფურცლის ნაგლეჯი იყო, ახლა მიმოქცევაში არც მეტი, არც ნაკლები რუბლი ჩაეშვა. გადაიხდი ლარს და იყიდი რუბლს თავისი ნამგალითა და უროთო, ზვიოზაჩკითა და საიუზ სავეცკიხ სოციალისწიჩესკიხ რესბუბლიკით.
ზრდრასტვიწე, სნოვიმ გოდომ, ცელუიუ.
არ მჯერა 
update: კატასროფულად ბევრმა მომწერა პირადში. არ ვხუმრობ მეგობრებო, სამწუხაროდ რეალობაა. ასევე, თუ ვინმემ კარგად ვერ გაიგო ვაზუსტებ, ლარით ყიდულობ მგზავრობას და ბილეთის, ჟეტონის მაგივრად გაძლევენ რუბლს. უწყვიათ კოხტად, მრავლად...“