პარიზში თვითმფრინავის შასის ჭაში ბავშვის ცხედარი იპოვეს
ამობეჭდვა · 08 / 01 / 2020 23:25
პარიზში თვითმფრინავის შასის ჭაში ბავშვის ცხედარი იპოვეს

Air France-ის თვითმფრინავში, რომელიც პარიზში კოტ-დივუარის ქალაქ აბიჯანიდან ჩაფრინდა ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი შარლ დე გოლის აეროპორტში მოხდა. ბავშვის ცხედარი შასისთვის განკუთვნილ ჭაში იპოვეს. გავრცელებული ცნობით, ის 10 წლის იყო. სავარაუდოდ მას პარიზში უბილეთოდ ჩასვლა უნდოდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.