ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს გადასცემენ
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2020 11:55
ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს გადასცემენ

ლევან აკინის ფილმში And Then We Danced შესრულებული მთავარი როლისთვის, ლევან გელბახიანს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს გადასცემენ.

“21 წლის ასაკში იგი ფიზიკური ელეგანტურობისა და ფსიქოლოგიური სენსიტიურობის ოსტატია” – ასე ახასიათებს ჟიური ლევან გელბახიანს.

ლევან გელბახიანს აკინის ფილმში შესრულებული როლისთვის უკვე მიღებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო.