მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ მეორე პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2020 17:35
მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ მეორე პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ მეორე პირს, ვახტანგ ბურძენიძეს ბრალი წარედგინა.

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბრალს არ აღიარებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც განცდის ამ სიტუაციას. წარდგენილ ბრალდებაში ის არ ცნობს თავს დამნაშავედ, ვინაიდან მომხდარი ინციდენტის დროს ის არ იყო ჩართული ჩხუბში, ჰქონდა გამშველებლის ფუნქცია. რაც შეეხება საკითხს, თითქოს გზაში მიატოვეს მურად წურწუმია, არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მოხდა ტრანსპორტირება მის საცხოვრებელ ბინაში. ანუ თავად ცდილობდა, გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, რაც ვერ უზრუნველყო. შეუძლოდ გახდა ამჟამად უკვე გარდაცვლილი ბიჭი, რის შემდეგაც ვახტანგ ბურძენიძემ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე ბრალდების დადგენილებას გავეცანით. არსებითი განხილვების დროს ჩვენ სასამართლოს დარწმუნებას ვეცდებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად უდანაშაულოა და ის აშველებდა“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი გოგინავამ.

ვახტანგ ბერძენიძეს ბრალი წარედგინა ორი მუხლით რომელიც გულისხმობს ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანებას რასაც მოყვა სიცოცხლის მოსპობა და ასევე ჯგუფურად ცემის მუხლით.

ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცის, მურად წუეწუმიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ 5 იანვარს შსს-ს თანამშრომელი, ზურაბ ფოფხაძე დააკავა. ბრალდებული პროკურატურის შუამდგომლობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გადააყენეს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. მურად წურწუმიას საქმეზე პროკურატურამ ვახტანგ ბერძენიძე 8 იანვარს დააკავა.

1tv.ge