ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო ევროპაში მეორეა - GAHP
ამობეჭდვა · 10 / 01 / 2020 22:44
ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო ევროპაში მეორეა - GAHP

2019 წლის დეკემბერში GAHP-ის (გლობალური ალიანსი ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ) მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემებით, გარემო ფაქტორებიდან ჯანმრთელობას ყველაზე დიდ საფრთხეს ჰაერის დაბინძურება უქმნის. ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში ჰაერის დაბინძურებას ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტი ადამიანი ეწირება.

GAHP არის ორგანიზაცია, რომელიც 2012 წელს მსოფლიო ბანკის, ევროკომისიისა და გაეროს მიერ დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია, მსოფლიოს ეკოლოგიური დაბინძურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს და დაეხმაროს ქვეყნებს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.

გამოქვეყნებული მოხსენება მეტწილად ეყრდნობა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის (WHO) და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და გაზომვის ინსტიტუტის (IHME) მონაცემებს.

 

 

იხილეთ სრულად