ტრამპის რეზიდენციასთან შეიარაღებული ირანის მოქალაქე დააკავეს
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2020 16:04
ტრამპის რეზიდენციასთან შეიარაღებული ირანის მოქალაქე დააკავეს

ფლორიდაში, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მარ-ლა-ლაგოს რეზიდენციასთან ირანის მოქალაქე დააკავეს, რომელიც შეიარაღებული იყო ორი დანით, მაჩეტეთი და წერაქვით, - ამის შესახებ Washington Examiner ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება. დაკავებისთანავე, მამაკაცს აღმოუჩინეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ის ირანის მოქალაქეა და აშშ-ში ლეგალურად იმყოფება.

საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება. ინციდენტის დროს აშშ-ს პრეზიდენტი ვაშინგტონში, თეთრ სახლში იმყოფებოდა.