ბალენსიაგამ ავსტრალიის მხარდასაჭერი კოლექცია შექმნა - თანხა ხანძართან ბრძოლას მოხმარდება
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2020 16:21
ბალენსიაგამ ავსტრალიის მხარდასაჭერი კოლექცია შექმნა - თანხა ხანძართან ბრძოლას მოხმარდება

ესპანურმა მოდის სახლმა Balenciaga-მ, ავსტრალიის მხარდასაჭერად და იქ გაჩაღებულ ხანძართან საბრძოლველად, ახალი კოლექცია გამოუშვა.

 

კოლექციაში მაისურები და ჯემპრებია, რომლებსაც კოალა ახატია.

ავსტრალიის მხარდასაჭერად გამოსული სპეციალური კოლექცია გაყიდვაში 13 იანვარს ჩაეშვება და მთელი თანხა ავსტრალიაში არსებულ ლოკალურ ორგანიზაციებში გადაირიცხება.

Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი 2015 წლიდან ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.