ჯასტინ ბიბერს მძიმე დაავადება დაუდგინდა
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2020 21:36
ჯასტინ ბიბერს მძიმე დაავადება დაუდგინდა

ცნობილი კანადელი მომღერალი და წარსულში თინეიჯერების კერპი ჯასტინ ბიბერი ინსტრაგრამზე გააქტიურდა. მან განაცხადა რომ ჭორები მისი ნარკოდამოკიდებულების შესახებ უსაფუძვლოა, მისი ცუდი იერი და ინერტულობა განპორობებულია ე.წ. "ლაიმის" დაავადებით, რომელიც ჩრდილოეთ ქვეყნებში ტკიპის კბენის შემდეგ უვითარდება ადამიანს.

„ლაიმის“ დაავადება მოქმედებს სხვადასხვა ორგანოებზე, იწვევს წითელ გამონაყარს, სიცხეს, ციებას, სხვადასხვა ფუნქციების დარღვევას მათ შორის მხედველობის. ბიბერმა განაცხადა რომ მალე დაუბრუნდება სცენას, აქტიურად ებრძვის ამ მძიმე სენს და თაყვანისმცემლებს დაპირდა დოკუმენტური სერიალს ამ დაავადების შესახებ.

ბიბერს გვერდში უდგას მეუღლე, ცნობილი მსახიობის, სტივენ ბოლდუინის ქალიშვილი, ჰეილი ბიბერი. მან ინსტაგრამზე დაწერა რომ ჯასტინის გარეგნულ იერზე ქილიკის ნაცვლად ჯობია ხალხმა დაავადება შეისწავლოს და თვითგანათლებით დაკავდნენ.