ირანის ავიაკატასტროფას ემსხვერპლა ქალი, რომელსაც მსოფლიო მეცნიერების საგანძურს უწოდებდნენ
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2020 12:29
ირანის ავიაკატასტროფას ემსხვერპლა ქალი, რომელსაც მსოფლიო მეცნიერების საგანძურს უწოდებდნენ

ირანში თვითმფრინავის კატასტროფისას დაიღუპა ქალი, რომელსაც მსოფლიო მეცნიერების საგანძურს უწოდებდნენ.

36 წლის ფოროუ ჰადემმა პარაზიტული დაავადება ლეიშმანიოზის მკურნალობის მეთოდი აღმოაჩინა. ამ დაავადებას ყოველწლიურად 26000–დან 65 000–მდე ადამიანი ეწირება. ის არაკომერციულ კვლევით ორგანიზაცია Mitacs–ში მუშაობდა.

მეცნიერი ირანში ოჯახის სანახავად ჩავიდა. თვითმფრინავის აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე მან უზონას მიწერა, რომ ცოტა ღელავდა აშშ–სა და ირანს შორის არსებული დაძაბულობის გამო.

შეგახსენებთ, რომ თეირანთან უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი ირანული რაკეტა გახდა.

newsreport.ge