ბოლო ფოტო აფრენამდე - უკრაინული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2020 12:56
ბოლო ფოტო აფრენამდე - უკრაინული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები

8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.

თვითმფრინავის აფრენამდე ეკიპაჟის წევრებმა ფოტო გადაიღეს, რომელიც ცოტახნის წინ გავრცელდა.

სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი ირანული რაკეტა გახდა. ირანულმა მხარემ ბოდიში მოიხადა და შემთხვევა ადამიანურ შეცდომას დაუკავშირა.

primetime.ge