"ჩემმა ბედნიერებამ დილით გაახილა თავისი ბრიალა თვალები, დედიკოსაც ეკონტაქტა" - ანიტას ბებია
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2020 13:08
"ჩემმა ბედნიერებამ დილით გაახილა თავისი ბრიალა თვალები, დედიკოსაც ეკონტაქტა" - ანიტას ბებია

პატარა ანიტა ფაცაციას ბებია სოციალურ ქსელში გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს:

"ჩემმა ბედნიერებამ დილით გაახილა თავისი ბრიალა თვალები, დედიკოსაც ეკონტაქტა. სიტუაცია ამ მომენტისთვის სტაბილურია, თუმცა წინ კრიტიკული 2-3 დღე გვაქვს", - წერს თამუნა გლურჯიძე.

ანიტასთვის ეკმოს აპარატის ჩანერგვის სასწრაფო საჭიროება დადგა, რადგანაც პირველი აპარატი ანიტას ორგანიზმმა არ შეითვისა, გამთენიისას გადაწყდა სხვა სახის აპარატის ჩადგმა.