სტამბოლში ქართველმა და უკრაინელმა მოჭიდავეებმა იჩხუბეს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2020 16:35

სტამბოლში მიმდინარე იაშარ დოგუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა და უკრაინელმა მოჭიდავეებმა იჩხუბეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ ერბოწონაშვილს (79 კგ) ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა, უკრაინის წარმომადგენელ ზაკარიევს 8:5-ს უგებდა, მაგრამ ბოლოს მეტოქემ ქართველ ფალავანს სახეში ხელი გაარტყა, მანაც უპასუხა და ამის შემდეგ მასობრივი ჩხუბი ატყდა.

ხალიჩაზე უკრაინელის მწვრთნელი შევარდა და ერბოწონაშვილს დაარტყა, ჩხუბში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძეც ჩაერთო და საბოლოოდ ორივე მოჭიდავე შეჯიბრებიდან მოხსნეს.