შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრიის რესპუბლიკის დელეგაციას მასპინძლობს
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2020 15:59
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრიის რესპუბლიკის დელეგაციას მასპინძლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს და კრიმინალური სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნობიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ მოწყობას, სამუშაო პრაქტიკასა და პროცედურებს, საგამოძიებო ქვემდებარეობას, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და პრაქტიკას, ანგარიშვალდებულებასა და მის სპეციფიკას, დანაყოფებს შორის კოორდინაციას ადგილობრივ და ოპერატიულ დონეზე, დანაშაულის ადგილის მართვას, დანაშაულის ანალიზს, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდებს და ა.შ.

ავსტრიელი ექსპერტები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში იმუშავებენ და გამოძიების პროცესს დააკვირდებიან, ასევე, გავლენ შემთხვევის ადგილას და შეისწავლიან საგამოძიებო მოქმედების პროცედურებს.

აღნიშნული ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერა" (EU4 Justice) - ფარგლებში განხორციელდა.