ისანში ტექნიკის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2020 19:19
ისანში ტექნიკის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ისანში მეორეული ტექნიკის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მეტროსადგური "სამგორის" მიმდებარედ შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ხანძარი მეორეული ტექნიკის ბაზრობას გაუჩნდა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე მუშაობს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.