ისანში მეორეულების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2020 21:39
ისანში მეორეულების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ისანში მეორეულების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ისანში, მეველეს ქუჩაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებული იყო მეორეული ტექნიკის ბაზრობაზე.

ხანძრის ქრობის პროცესს ართულებდა ძლიერი ქარი. არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.