დედოფალმა პრინცი ჰარისა და მისი მეუღლის გადაწყვეტილებას მხარდაჭერა გამოუცხადა
ამობეჭდვა · 13 / 01 / 2020 22:37
დედოფალმა პრინცი ჰარისა და მისი მეუღლის გადაწყვეტილებას მხარდაჭერა გამოუცხადა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე თანახმაა, პრინც ჰარის და მის მეუღლეს მეგან მარკლს, დრო მისცეს და წყვილმა გარკვეული პერიოდი კანადაში იცხოვრონ. გადაწყვეტილება ცოტა ხნის ბუკინგემის სასახლეში საგანგებო შეხვედრაზე მიიღეს.

დედოფალმა შვილიშვილი, პრინცი ჰარი ოჯახის კრებაზე დაიბარა. შეხვედრას პრინცი უილიამი და ძმების მამა, პრინცი ჩარლზიც დაესწრო. მეგან მარკლი საუბარში კანადიდან ტელეფონით ჩაერთო. დედოფალმა პრინც ჰარისთან გასაუბრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ სკანდალური განცხადება გააკეთეს.

მეგანმა და ჰარიმ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსზე უარი თქვეს.